ფეხბურთი

18:05 | 14.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი  „ბრეშაში“ ითამაშებს

იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, 29 წლის იტალიელი შემტევი მარიო ბალოტელი კარიერას „ბრეშაში“ გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, მარიო იტალიურ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. სეზონში თავდამსხმელი 1 მილიონ ევროს მიიღებს, რომელიც ბონუსების ხარჯზე სამ მილიონ ევრომდე შეიძლება გაიზარდოს.

ამჟამად ბალოტელი თავისუფალი აგენტია და „ბრეშას“ მასში ფულის გადახდა არ მოუწევს.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მარიო „ფლამენგოში „ უნდა გასაულიყო და ის იქნებოდა პირველი იტალიელი, რომელიც ბრაზილიურ კლუბში ითამაშებდა.

განვილი სეზონში, ის „მარსელის“ ღირსებას იცავდა, სადაც 12 შეხვედრა ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა. ბალოტელის აქამდე „ინტერში“, „სიტიში“, „მილანში“, „ლივერპულში“, „ნიკაში“ და „მარსელში“ უთამაშია.

სტატისტიკა
0.221413