ფეხბურთი

9:05 | 14.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მანე: „ჩელსიმ“ „მანჩესტერთან“ კარგად ითამაშა, თუმცა დამარცხდა“

„ლივერპულის“ სენეგალელი თავდამსხმელი, სადიო მანე, „ჩელსისთან“ უეფას სუპერთასის მატჩის წინ, ჟურნალისტებს თავის მოლოდინზე ესაუბრა.

„ვნახე „ჩელსი“ – „მანჩესტერის“ თამაში და მინდა გითხრათ, ლონდონელები კარგად გამოიყურებოდნენ, თუმცა დამარცხდენ. მათ ბევრი სახიფათო მომენტი შექმნეს.

ჩვენ მათ კარგად ვიცნობთ და ვეცდებით დავამარცხოთ.

მზად ვარ სასტარტო შემადგენლობაში ვითამაშო. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 20 დღეზე მეტ ხანს არ დამისვენია, მაგრამ სათამაშოდ მზად ვარ.

მატჩს ქალი განსჯის, თუმცა ეს არაფერს შეცვლის. მსაჯები იმიტომ გადიან მინდორზე, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. ამ ქალბატონმა დაიმსახურა ასეთი რანგის მატჩის განსჯა და ვფიქრობ, თავის სამუშაოს კარგად შეასრულებს.“ - ციტირებს მანეს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

„ლივერპულისა“ და „ჩელსის“ სუპერთასის მატჩი დღეს, 14 აგვისტოს გაიმართება სტამბოლში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.147938