კალათბურთი

13:45 | 13.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე NBA-ში სადებიუტო მატჩს 24 ოქტომბერს ჩაატარებს

20 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე “ინდიანა პეისერსის” მაისურით ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პირველ მატჩს 24 ოქტომბერს ჩაატარებს. ამ დღეს ინდიანელები ზაზა ფაჩულიას ბოლო გუნდს – “დეტროიტ პისტონსს” დაუხვდებიან, თამაში კი თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც NBA-ს მომავალი სეზონის სრული კალენდარი გამოქვეყნდა. მის თანახმად, “პეისერსი” სასტარტო შეხვედრას ოქტომბერშივე სამ საგარეო მატჩს მიაყოლებს.
გაირკვა ისიც, რომ ინდიანელთა მონაწილეობით, აშშ-ს ნაციონალური ტელევიზიებით 6 მატჩი გადაიცემა: 8 თებერვალს – “ტორონტოსთან”, 13 თებერვალს და 5 მარტს – “მილუოკისთან”, 28 თებერვალს – “პორტლენდთან”, 19 მარტს – “გოლდენ სტეიტთან” და 9 აპრილს – “ბოსტონთან”.
სასიხარულოა, რომ ინდიანაპოლისელთა მიერ კალენდართან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტერზე გუნდის კიდევ ხუთ ლიდერთან ერთად, გოგა ბითაძეც მოხვდა. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “პეისერსი” დრაფტზე მე-18 ნომრად აყვანილ ქართველ ცენტრზე დიდ იმედებს ამყარებს.

"ინდიანას" სრული კალენდარი

0.117528