თამაშგარე

11:59 | 12.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

იკარდის ოჯახი ესპანეთში ისვენებს

ევროპაში გვარიანად ცხელი ზაფხულია ჩამომდგარი და ყველა ცდილობს პაპანაქებას სხვადასხვა გზით დააღწიოს თავი. არგენტინელი თავდამსხმელის, მაურო იკარდის ოჯახს კი უკვე ორი თვეა ესპანეთის ცნობილ კუნძულ ტენერიფეზე გაუდგამს ფესვები და კუთვნილ ვილაზე გემრიელად ისვენებენ.

მაუროს ცოლი და პირადი აგენტი, ყოფილი მოდელი ვანდა ნარა თავის ხუთ შვილთან ერთად აღნიშნული ფეშენებელური ვილის ერთადერთი მფლობელია. იკარდიმ საყყვარელ ცოლს ეს ვილა საქორწინო საჩუქრის სახით აჩუქა და თავად როდესაც თავისუფალი დრო აქვს, ცოლ-შვილთან ერთად ზღვის სანაპიროზე ატარებს.

ალბათ გახსოვთ, რომ ვანდა ნარასა და მაურო იკარდის ქორწინება დიდი სკანდალებით იყო მოსილი. მაურომ თავის ყოფილ მეგობარსა და თანაგუნდელს მაქსი ლოპესს ცოლი წაართვა (სწორედ ამის გამო გადაეკიდა იკარდის მთელი არგენტინის ნაკრები) და ვანდას პირველი სამი შვილი სწორედ მაქსისგან ჰყავს, იკარდისგან კი ორი გოგონა შეეძინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060682