ჭადრაკი

12:20 | 11.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბრწყინვალე ჯობავა!
ქართველმა დიდოსტატმა აბუ დაბის ფესტივალი დამაჯერებლად მოიგო

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ (2584) ბრწყინვალედ იასპარეზა არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში დასრულებულ ძლიერ საერთაშორისო ტურნირზე.

ბაადურმა 9 ტურში 7 პარტია მოიგო, მხოლოდ 2 დაასრულა ყაიმით და უახლოეს კონკურენტს – უზბეკ ნოდირბეკ იაკუბოევს (2574), რომელსაც ბოლო ტურში შავი ფიგურებით დაუზავდა, 1.0 ქულით გაუსწრო.
საინტერესოა, რომ ჯობავა აბუ დაბიში მხოლოდ 26-ე განთესვით ირჯებოდა, თუმცა, 33 სარეიტინგო ქულა შეიმატა და ტურნირზე ჩინებული რეიტინგ-პერფორმანსი (2908) ჰქონდა.
არაბულ ფესტივალზე მე-3 ადგილი 6.5 ქულით ირანელმა პარჰამ მაგჰსოოდლომ (2656) დაიკავა, შეჯიბრის კიდევ ერთმა მონაწილე ლუკა პაიჭაძემ (2570) კი ასპარეზობა 5.5 ქულით დაასრულა.
ქართველი მოჭადრაკე დასკვნით ტურში თეთრებით სომეხ ვლადიმირ აკოპიანს (2650) დაუზავდა და ოცდამეერთე-ორმოცდამეექვსე ადგილები გაიყო, დამატებითი მაჩვენებლებით კი, 23-ე პოზიცია დაიკავა.

0.152432