ფეხბურთი

10:04 | 11.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის მორიგი გოლი MLS-ში! (+VIDEO)

ამერიკულ MLS-ში მორიგი გამორჩეული თამაში ჩაატარა საქართველოს ნაკრების შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა, რომელმაც მორიგი გოლი გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი სტუმრად „კოლორადო რაპიდს“ დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა, თუმცა სასიხარულოა ის ფაქტი, რომ „სან ხოსეს“ რიგებში ერთადერთი გოლი სწორედ ჩვენებურმა მიიწერა.

მატჩის 62 წუთზე, როდესაც ქართველი ფეხბურთელების გუნდი 1:0 მარცხდებოდა ვაკომ საჯარიმოში მეტოქე გუნდის ფეხბურთელის შეცდომით კარგად ისარგებლა და შორეული დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა, საგოლე პასი კი ჰოსენმა მიითვალა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „სან ხოსეს“ რიგებში როგორც ყაზაიშვილმა, ასევე გურამ კაშიამაც შეუცვლელად ითამაშა.

ქართველი ფეხბურთელების გუნდს კი 24 ტურის შემდგომ 38 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა მეორე ადგილოსან „სიეტლ საუნდერსს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. პირველადგილოსან „ლოს ანჯელესთან“ კი სხვაობა 14 ქულაა.

0.114366