ფეხბურთი

0:40 | 10.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერმა" პრატი გაიფორმა

"სამპდორიას" აწ უვე ყოფილი ბელგიელი ნახევარმცველი დენის პრატი კარიერას "ლესტერში" გააგრძელებს. როგორც "მელიების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა Sky Sports-ის ინფორმაციით, გენუელებმა 18 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღეს.

პრატმა იტალიურ გუნდში ბოლო სამი სეზონი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში 106 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. დენისი "გენკის" აკადემიის აღზრდილია. მიმდინარე წელს პრატს ბელგიის ნაკრებში იძახებენ, თუმცა სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

სტატისტიკა
0.302285