ფეხბურთი

13:17 | 9.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მანე „ნორვიჩთან“ ითამაშებს

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ჟურნალისტებს სენეგალელი სადიო მანეს „ნორვიჩთან“ თამაშის შანსებზე ესაუბრა.

„ითამაშებს თუ არა მანე „ნორვიჩის“ წინააღმდეგ? დიახ. მას მხოლოდ ორი კვირა ჰქონდა დასასვენებლად და ფორმა არ დაუკარგავს. მშვენივრად გამოიყურება.

ოთხშბათს სადიომ პირველად ივარჯიშა შვებულების შემდეგ. ამიტომ, დიდი შანსია „ნორვიჩის“ წინააღმდეგ მინდორზე ვიხილოთ.“ - უთხრა აგერმანელმა სპეციალისტმა კლუბის პრესსამსახურს.

პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩი „ლივერპულსა“ და „ნორვიჩს“ შორის დღეს, 9 აგვისტოს გაიმართება „ენფილდზე“ და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.119564