ფეხბურთი

21:50 | 8.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" ლო ჩელსო იჯარის წესით დაიმატა

არგენტინის ეროვნული ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი ჯოვანი ლო ჩელსო მომდევნო სეზონს იჯარის წესით "ტოტენჰემში" გაატარებს" აღნიშნული ინფორმაცია ლონდონელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"ტოტენჰემმა" "ბეტისს" იჯარის სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო გადაუხადა და გამოსყიდვის უფლება დაიტოვა. შესაძლოა 2020 წელს ლონდნელებმა სრულფასოვან ტრანსფერში 55 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ. ესპანურმა კლუბმა არგენტინელი გასულ სეზონში პსჟ-დან ინათხოვრა, ხოლო მიმდინარე ზაფხულში 22 მილიონ ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა და სარფიანი გარიგებაც შედგა.

ლო ჩელსომ გასულ სეზონში სევილიურ გუნდში 45 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯოვანი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 2017 წლიდან ასპარეზობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118577