ფეხბურთი

0:10 | 9.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კეროლი "ნიუკასლში" დაბრუნდა

30 წლის თავდამსხმელი ენდი კეროლი "ნიუკასლში" დაბრუნდა. ინგლისელი ფეხბურთელი ყოფილ კლუბს "ვესტ ჰემიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. როგორც "კაჭკაჭების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კეროლი "ნიუკასლის" აკადემიის აღზრდილია და 2011 წელს "ლივერპულში" გადავიდა. ერთი სეზონის შემდეგ "მერსისაიდელებმა" ფეხბურთელი "ვესტ ჰემში" გაანთხოვრეს, ხოლო იჯარის დასრულების შემდეგ "ჩაქუჩებმა" ფეხბურთელი გამოისყიდეს. ლონდონურ გუნდში ინგლისელმა 142 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 34 გოლი და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.072968