ფეხბურთი

11:18 | 8.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუისი „არსენალში“ გადადის

„არსენალი“ „ჩელსის“ დავიდ ლუისში 8 მილიონ გირვანქას გადაუხდის და ბრაზილიელს ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებს - წერს Mirror. გამოცემა აღნიშნავს, რომ ლუისმა „ჩელსის“ 7 აგვისტოს ვარჯიში გააცდინა. ამას 32 წლის მცველის „არსენალში“ მალე გადაბარგებას მიაწერენ.

„მეთოფეები“ ლუისს „ბორდოში“ გადასული ლორან კოშელნის შემცვლელად მოიაზრებენ.

გასულ სეზონში ლუისმა პრემიერლიგაში 36 მატში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი „არისტოკრატებთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

0.144245