სხვა

19:49 | 7.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხვალ ჯგუფის ლიდერთან მატჩი გვაქვს  

თბილისის სპორტის სასახლეში გაგრძელდა ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი გოგონათა შორის. საქართველოს ნაკრები დღეს ისვენებდა და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ხვალ, 16 საათზე გამართავს შვეიცარიასთან.

დღეს 4 მატჩი გაიმართა. A ჯგუფში სერბეთმა იოლად, 33-20 დაამარცხა უკრაინა, გაინაღდა პირველი ადგილი და ნახევარფინალში გასვლა. მეორე საგზურისთვის ხვალ, 12 საათზე თამაშებენ უკრაინა და ფარერის კუნძულები. საბერძნეთმა 39-30 დაამარცხა ბულგარეთი და ბრძოლას მე-5-8 ადგილებისთვის გააგრძელებს.

უკვე გამოვლინდა პლეიოფის პირველი წყვილიც. 10 აგვისტოს, მე-9-10 ადგილებისთვის ითამაშებენ ჯგუფში ბოლო ადგილზე გასული გუნდები, ბულგარეთი და ლატვია. ლატვიამ B ჯგუფის მატჩი 27-29 წააგო ფინეთთან.

დღის ბოლო მატჩში შვეიცარიამ 31-19 მოუგო ლიტვას და B ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. ამდენივეს დაგროვება შეუძლიათ საქართველო და ლიტვას, ყველაფერი კი აქ ხვალ, ჯგუფური ეტაპის ბოლო დღის შემდეგ დალაგდება. მატჩები 12 საათიდან დაიწყება. სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალია. ყველა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟისა თუ ჩანაწერის ნახვა რამდენიმე პლატფორმითაა შესაძლებელი:

https://www.youtube.com/user/handballgoergia

https://www.facebook.com/GEONHF/

https://www.ehftv.com/int/

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019, ქალები 17 წ.

თბილისის სპორტის სასახლე, 7 აგვისტო

A ბულგარეთი - საბერძნეთი 30-39

A უკრაინა - სერბეთი 20-33

B ფინეთი - ლატვია 29-27

B შვეიცარია - ლიეტუვა 31-19

A ჯგუფი---------თ---მ---ფ---წ--------ბ-----ქ

სერბეთი--------3---3---0---0---87-59---6

უკრაინა---------3---2---0---1---69-71---4

ფარერები-------3---1---1---1---86-73---3

საბერძნეთი-----4---1---1---2---93-96---3

ბულგარეთი----3---0---0---3---70-106--0

3 აგვ. სერბეთი - ფარერები 30-26, უკრაინა - საბერძნეთი 19-18

4 აგვ. ფარერები - ბულგარეთი 37-20, საბერძნეთი - სერბეთი 13-24

5 აგვ. ბულგარეთი - უკრაინა 20-30, ფარერები - საბერძნეთი 23-23

B ჯგუფი----------თ---მ---ფ---წ--------ბ-----ქ

შვეიცარია-------3---3---0---0--112-54---6

ლიეტუვა--------3---2---0---1---75-68---4

საქართველო----3---2---0---1---66-71---4

ფინეთი----------3---1---0---2---66-92---2

ლატვია----------4---0---0---4---86-120--0

3 აგვ. ლიეტუვა - საქართველო 28-19, შვეიცარია - ლატვია 39-20

4 აგვ. საქართველო - ფინეთი 23-22, ლატვია - ლიეტუვა 18-28

5 აგვ. საქართველო - ლატვია 24-21, ფინეთი - შვეიცარია 15-42

8 აგვისტო

12:00 უკრაინა - ფარერები

14:00 სერბეთი - ბულგარეთი

16:00 შვეიცარია - საქართველო

18:00 ლიეტუვა - ფინეთი

10 აგვისტო, ნახევარფინალი

11:00 (9-10 ადგ.) ბულგარეთი - ლატვია

13:00 (5-8) A3-B4

15:00 (5-8) B3-A4

17:00 (1-4) A1-B2

19:00 (1-4) B1-A2

11 აგვისტო, ფინალი

12:00 (7-8)

14:00 (5-6)

16:00 (3-4)

18:00 (1-2)

0.118913