ჭადრაკი

12:45 | 6.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩეპარინოვის მე-4 ადგილი ჩინეთში

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრმა ივან ჩეპარინოვმა (2666) დამაჯერებლად ითამაშა ჩინურ ჰუნანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, სადაც შვიდასიანთა კლუბის წევრის 6 წარმომადგენელი ირჯებოდა.

ივანს მე-11 განთესვა გააჩნდა, თუმცა, 9 ტურში 5 გამარჯვება იზეიმა, 2 პარტია ფრედ დაასრულა, ორიც კი დათმო და 6.0 ქულით მეოთხე-მეცხრე ადგილები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მე-4 პოზიცია დაიკავა.
ჰუნანში მოწინავე სამეული ასე დაკომპლექტდა: 1. სურია შეხარ განგული (ინდოეთი, 2638) – 7.0 ქულა; 2. იანგიი იუ (ჩინეთი, 2736) – 6.5; 3. ბასემ ამინი (ეგვიპტე, 2707) – 6.5;
ჩინურ ტურნირში მონაწილეობა კიდევ ერთმა ქართველმა ჩოგბურთელმა ნინო ბაციაშვილმა (2433) მიიღო, რომელმაც 3.0 ქულით 73 მოჭადრაკეს შორის 65-ე შედეგი დააფიქსირა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110726