ჭადრაკი

11:45 | 6.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავას ვერ აჩერებენ!

5-დან 5 გამარჯვება – ასეთი შედეგი აქვს ქართველ მოჭადრაკე ბაადურ ჯობავას (2584), რომელიც არაბეთის გაერთიანებული ემირატების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე ტრადიციულ ფესტივალს ერთპიროვნულად ლიდერობს.

ბაადურმა მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება მასპინძელ სალემ სალეჰთან (2668) იზეიმა, რომელსაც შეჯიბრზე მე-3 განთესვა აქვს, თუმცა კი, ქართველმა დიდოსტატმა მას შავი ფიგურებით მოუგო.
დღეს, ტურნირზე დასვენების დღეა, მე-6 ტურის პარტიები კი 7 აგვისტოს შედგება და ცენტრალური ჯობავასა და ირანელი პარჰამ მაგჰსოოდლოს (2656) დაპირისპირება იქნება. ამ უკანასკნელს აქტივში 4.5 ქულა აქვს და ამ დროისთვის, ბაადურის უმთავრეს კონკურენტად ითვლება, შემდეგ კი, 4.0 ქულით 9 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი მოდის.
სამწუხაროდ, აბუ დაბიში პირველი მარცხი განიცადა ლუკა პაიჭაძემ (2570). ქართველმა მოჭადრაკემ შავებით სერბ ალეკსანდარ ინჯიჩთან (2617) წააგო, რომელსაც მე-4 ტურში ჯობავამ აჯობა. მე-6 ტურში პაიჭაძე შავი ფიგურებით ინდოელ სვამინატან სოუმიას (2377) ეთამაშება.
აბუ დაბის საჭადრაკო ფესტივალი 9 ტურად მიმდინარეობს და 10 აგვისტოს დასრულდება, მისი საპრიზო ფონდი კი ასე განაწილდება: I ადგილი – 13 000 დოლარი, II – 7 500, III – 5 500, IV – 3 500, V – 2 000, VI – 1 500, VII – 1 000, VIII – 800, IX – 700, X – 600.

0.120549