ჩოგბურთი

16:47 | 5.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი პირველ წრეში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი გერმანიის ქალაქ აუგსბურგში დაწყებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 46 600 ევრო) პირველ წრეში დამარცხდა.

დღეს, მეტრეველი ესტონელ იურგენ ზოპს გაეჯიბრა და სამწუხაროდ, წარმატების შანსი არ ჰქონია – 1:6, 2:6.
სანდროს რეაბილიტაციის შანსი აუგსბურგის ჩელენჯერის წყვილთა შეჯიბრში ექნება, სადაც ის და ესპანელი მარიო ვილელა მარტინესი მე-2 განთესვის მქონე ინდოელებს – სრირამ ბალაჯისა და ვიშუ ვარდანს ეთამაშებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110548