ფეხბურთი

22:16 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბარტომეუ: „მომავალ სეზონში „ბარსელონა“ ყველა ტურნირის მოგებას შეეცდება“

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბარტომეუმ, მომავალი სეზონის პრიორიტეტებზე ისაუბრა ჟურნალისტებთან.

„ახალ სეზონში ყველა ტურნირის მოგებას ვაპირებთ. ამიტომ შემადგენლობა მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ. ის ახლა უბრალოდ ექსტრაორდინალურია. შევიძინეთ დე იონგი, გრიზმანი, ნეტო და ვაგე. გვყავს ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა მოთამაშეები და რაც მთავარია - ლეო მესი, საუკეთესო ფეხბურთელი ისტორიაში.

გასაძლიერებლად დრო კიდევ გვაქვს. მალე შეიძლება კარგი ახალი ამბები გაცნობოთ.

„ბარსელონა“ მთავარი სპორტული ბრენდია მსოფლიოში. თანამედროვე კლუბი ვართ, თუმცა ფესვებს და ფასეულობებს არასოდეს ვივიწყებთ. ჩვენ ვართ ორგანიზაცია, რომელიც სპორტის მეშვეობით ცდილობს ბავშვები გააჯანმრთელოს და გააბედნიეროს.“ - უთხრა ბატომეუმ Marca-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111447