ფეხბურთი

21:52 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვირჯილ ვან დეიკის 65-მატჩიანი დიდებული სერია დასრულდა

ინგლისური „ლივერპულის“ მცველის, ვირჯილ ვან დეიკის რეკორდული სერია დასრულდა. საქმე ისაა, რომ ჰოლანდიელს „ლივერპულში“ ჩატარებულ ბოლო 65 მატჩში დრიბლინგით ვერავინ სცდებოდა, მაგრამ დღეს ეს ბრწყინვალე სერია დასრულდა.

ინგლისის სუპერთასზე „მანჩესტერ სიტის“ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა გაბრიელ ჟესუსმა ვან დეიკის საოცარ მიღწევას წერტილი დაუსვა. ამრიგად, ვან დეიკი 65 მატჩზე შეჩერდა. აღიშნული სერია 2018 წლის მარტიდან მოყოლებული გრძელდებოდა.

შეგახსენებთ, „ლივერპულმა“ ჰოლანდიელი ფეხბურთელი 2018 წლის იანვარში „საუთჰემპტონიდან“ 85 მილიონ ევროდ შეიძინა და გუნდის გამორჩეულ ფიგურად უმალ ჩამოყალიბდა.

0.112998