ჭადრაკი

19:55 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

შანავას გამარჯვება თურქეთში

საერთაშორისო დიდოსტატ კონსტანტინე შანავას (2538) გამარჯვებით დასრულდა თურქეთის ქალაქ ჩუბუკში გამართული საერთაშორისო ტურნირი.

წალენჯიხელმა მოჭადრაკემ 9 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე-მესამე ადგილებზე გასულ აზერბაიჯანელებს – ელვინ ბაირამოვსა (2181) და ვუგარ რასულოვს (2534).
შედეგად, შანავამ საპრიზო ფონდიდან 4 ათასი თურქული ლირა მიიღო, რაც დაახლოებით 700 დოლარია.
ჩუბუკში კიდევ 4 ქართველი მოჭადრაკე ირჯებოდა, რომელთაც ასეთი შედეგები დააფიქსირეს: 4. გიორგი ბაღათუროვი (2417) – 6.5 ქულა; 16. ნოე თუთისანი (2460) – 6.0; 30. დავით ლომსაძე (2292) – 5.0; 32. არმენ გრიგორიევი (2013) – 5.0.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111193