ფეხბურთი

21:46 | 3.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვოლფსბურგმა" "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი ინათხოვრა

"მანჩესტერ სიტის" 23-წლამდელთა გუნდის თავდამსხმელი, 20 წლის ლუკას ნმეჩა მომდევნო სეზონს იჯარის წესით "ვოლფსბურგში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ნმეჩა "ქალაქელების" აკადემიის აღზრდილია და პირველი გუნდის მაისურით მხოლოდ სამჯერ ითამაშა. ლუკასს ინგლისის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. ფეხბურთელს გერმანიის და ინგლისის ორმაგი მოქალაქეობა აქვს და მიმდინარე წლიდან გერმანიის 21-წლამდელთა გუნდში ასპარეზობს.

სტატისტიკა
0.223449