სხვა

23:15 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

წივწივაძემ B ფინალში მე-7 ადგილი დაიკავა

ახალგაზრდა ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ რუმინეთის ქალაქ პიტეშტიში მიმდინარე იუნიორ და 23-წლამდე კანოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის B ფინალში იასპარეზა და მე-7 ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ წივწივაძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე 29 სპორტსმენს შორის მე-11 ადგილი დაიკავა და დღეს ნახევარფინალში იასპარეზა. ალექსანდრემ 100 მეტრიანი დისტანცია 04:19.854 წუთში დაფარა და ნახევარფინალურ გაცურვაში (სულ ასეთი 3 იყო) მე-5 შედეგი აჩვენა.
ნახევარფინალის საუკეთესო 9 მონაწილეს A ფინალში ვიხილეთ, მომდევნო 9 კი B ფინალში გამოვიდა და მათ შორის ქართველი ნიჩბოსანიც გახლდათ. ამჯერად, ალექსანდრეს დრო 04:26.404 წუთი იყო, ეს კი, როგორც აღვნიშნეთ, მე-7 მაჩვენებელი აღმოჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062331