კალათბურთი

22:50 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა 18-წლამდელებმა A დივიზიონში გადასვლის შანსი დაკარგეს

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეოთხედფინალში პოლონეთთან 44:67 წააგო და A დივიზიონში გადასვლის შანსი დაკარგა.

ქართველმა კალათბურთელებმა სასურველ დონეზე მხოლოდ საწყისი ნახევარი ჩაატარეს, რომლის შემდეგაც მეტოქეს 3 ქულით ამარცხებდნენ, მე-2 ტაიმი კი 15:41 წააგეს და ცხადია, წარმატების შანსი არ ჰქონიათ.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო რატი ანდრონიკაშვილი იყო, რომელმაც 30:25 წუთში 19 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა.
პოლონელთა გამარჯვების საფუძველი შორეული ტყორცნები გამოდგა. მათ 10 სამქულიანი ჩააგდეს, ქართველმა კალათბურთელებმა კი პერიმეტრიდან 22-დან მხოლოდ 3 ცდა გამოიყენეს.
პოლონეთი ნახევარფინალში ჩეხეთს შეხვდება, ხოლო ფინალის მე-2 საგზურისთვის ჩრდილოეთ მაკედონია და ისრაელი ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ A დივიზიონში 3 საუკეთესო ნაკრები გადავა.
საქართველოს ნაკრები ბრძოლას მეხუთე-მერვე ადგილებისთვის განაგრძობს და ხვალ ძალებს პორტუგალიასთან მოსინჯავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122709