ფეხბურთი

4:40 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მედია: "გაბალამ" საქართველოში აზერბაიჯანული ფეხბურთი შეარცხვინა!"

„დინამო თბილისთან“ „გაბალას“ უიმედო წაგებამ როგორც ჩანს, ადგილობრივი მედია მეტად გაანაწყენა. გამოცემა Azerifootball-ი აღნიშნულ დაპირისპირებას, მცირე, მაგრამ კრიტიკულ წერილს უძღვნის შემდეგი სათაურით: „გაბალამ“ საქართველოში აზერბაიჯანული ფეხბურთი შეარცხვინა.

აი, რას წერს ხსენებული გამოცემა:

„დინამო თბილისმა“ „გაბალას“ სამი გოლი გაუტანა და ეს ბარიერი ადვილად გადალახა. უნდა აღვნიშნოთ, რომ „გაბალას“ ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა ამ წაგებით აზერბაიჯანული ფეხბურთი შეარცხვინეს. რა თქმა უნდა, დაიწყებენ ბოდიშის მოხდას და თავის გამართლებას, მაგრამ არ უნდა დავიჯეროთ!

ზაფხულში გუნდმა დაიმატა ლეგიონერები, რომლებიც აქ კაპიკების გამო არ ჩამოსულან. დიახ, ბიუჯეტი შემცირდა, მაგრამ ამ ფინანსური რესურსითაც შეუძლიათ თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში დასვენება და ეს ბიუჯეტი საკმარისია „დინამოსთან“ თანაბრად სათამაშოდ“, - ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, „დინამომ“ „გაბალა“ ორი მატჩის ჯამში 5:0 გაანადგურა და ქართულმა გუნდმა აზერბაიჯანული ბარიერი 13 წლის შემდეგ პირველად დაძლია.

0.112306