ფეხბურთი

0:55 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურა" - ამჯერად სხვა სცენარი

საჩხერის „ჩიხურამ“ ევროპა ლიგაზე ასპარეზობა დაასრულა. სოსო ფრუიძის გუნდი საკუთარ თავს ვერ გადაახტა და „პიტოდრი სთედიუმზე“ „აბერდინს“ სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

თბილისური 1:1-ის შემდეგ ქომაგებში არსებობდა იმედი და ლოგიკურადაც, „ჩიხურას“ ხომ ევროსარბიელზე თავი არასდროს შეერცხვინა და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუს აჩვენებდა.

თუმცა, ამჯერზე იმერული გუნდი ვერაფერს გახდა და „აბერდინთან“ უშანსოდ დამარცხდა. დერეკ მაკინესის გუნდმა თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვა, სემ ქოსგროუვის დუბლით უკვე მეოცე წუთისთვის ორბურთიანი იყო სხვაობა.

მეორე ნახევარში შოტლანდიელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს, ქოსგროუვმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო მის გოლებს გრეგორი ლეიგმა და სკოტ რაიტმაც დაუმატეს და 5:0.

ამრიგად, „ჩიხურასთვის“ ევროსეზონი დასრულებულია და ახლა შიდა ჩემპიონატზე მოუწევს კონცენტრირება. ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი „საბურთალოსა“ და „დინამოს“ სახით საქართველო ორი გუნდით იქნება წარმოდგენილი.

„აბერდინი“ – „ჩიხურა“ 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 ქოსგროუვი (9), 2:0 ქოსგროუვი (20), 3:0 ლეიგი (58), 4:0 რაიტი (65), ქოსგროუვი (80)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145291