ფეხბურთი

12:18 | 1.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფონსეკა: „ჯეკო ჩვენთანაა. ის „რომას“ ფეხბურთელია“

„რომას“ მთავარი მწვრთნელი, პაულუ ფონსეკა, ჟურნალისტებს ბოსნიელი ედინ ჯეკოს „ინტერში“ შესაძლო გადასვლის თაობაზე ესაუბრა.

„ჯეკო ჩვენთანაა. ის „რომას“ ფეხბურთელია. კარგად მუშაობს და არაფერი შემიტყვია, რომ გვშორდება. ორი თავდამსხმელი გვყავს - ჯეკო და პატრიკ შიკი. ამიტომ, პრიორიტეტი ჩვენთვის ცენტრალური მცველის შეძენაა.

გუნდის მომზადების დონით ჯერ კმაყოფილი არ ვარ, თუმცა მუშაობას ვაგრძელებთ.“ - უთხრა ფონსეკამ Football Italia-ს

33 წლის ჯეკო „რომაში“ 2015 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში, იტალიის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა. 9 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა. მისი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115291