ფეხბურთი

14:20 | 31.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" - "გაბალას" მატჩის დღეს მეტროპოლიტენი ღამის 12 საათამდე იმუშავებს

„დინამო თბილისისა“ და აზერბაიჯანული „გაბალას“ შეხვედრის გამო თბილისის მეტროპოლიტენო ღამის 12:00 საათამდე იმუშავებს.

როგორც დედაქალაქური გუნდი იტყობინება, თბილისის მერიამ გაითვალისწინა მათი თხოვნა და მეტროპოლიტენის სამუშაო გრაფიი 1 საათით გაახანგრძლივა.

„1 აგვისტოს მატჩის დღეს, თბილისის მეტროპოლიტენი ღამის 12.00 საათამდე იმუშავებს. ქალაქის მერიამ გაითვალისწინა რა ჩვენი კლუბის თხოვნა და გულშემატკივართა დიდი ინტერესი, ერთი საათით გადაწია მეტროპოლიტენის სამუშაო გრაფიკი, რათა გულშემატკივარს გაბალასთან მატჩის დასრულების შემდეგ უპრობლემოდ შეეძლოს ტრანსპორტით სარგებლობა. ჩვენი მხრიდან მადლობას ვუხდით ქალაქის მერს და მერიის სამხახურს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, „დინამოსა“ და „გაბალას“ მატჩი 1 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება.

0.119719