ფეხბურთი

23:51 | 31.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელთა განათლება - აგვისტოს განრიგი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განვითარებისა და განათლების განყოფილების ორგანიზებით, მიმდინარე წლის აგვისტოში რამდენიმე სემინარი გაიმართება.

5 აგვისტოს, დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის მე-9 მოდულის სარეფლექსაციო შეხვედრა გაიმართება. ამავე დღეს, არენა ტუტორების გადამზადების სემინარს უმასპინძლებს.

6 აგვისტოს, უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის საგამოცდო მოდული პრაქტიკული ნაწილი ჩატარდება.

7, 8 და 9 აგვისტოს კი, დავით პეტრიაშვილი არენა უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის ახალი კურსის მეორე მოდულს უმასპინძლებს.

www.gff.ge

0.161071