ფეხბურთი

22:25 | 30.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" იგუაინში 36 მილიონს იხდის

"რომა" მზადაა "იუვენტუსის" არგენტინელი შემტევი გონსალო იგუაინი 36 მილიონ ევროდ შეიძინოს, აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "რომამ" იგუაინის 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, წელიწადში ფეხბურთელი 5 მილიონ ევროს მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები კონტრაქტზე თითქმის შეთანხმებულები არიან.

რამდენიმე დღის წინ იგუაინს "ჩელსის" და "მილანსაც" უკავშირებდნენ.

განვლილ სეზონში გონსალომ ყველა ტურნირზე ერთად 40 შეხვედრა ჩაატარა, სადა 13 გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118579