ძიუდო

19:41 | 30.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატზე განთესილ ძიუდოისტთა ვინაობა დადგინდა
IJF-ს ბოლო რეიტინგი წლის უმთავრესი ტურნირის წინ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დასრულებული გრან პრის შემდეგ, განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. აღნიშნული შეჯიბრი მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატამდე ბოლო გახლდათ, ამდენად, წლის უმთავრეს ტურნირზე, ძიუდოისტები სწორედ აღნიშნული კლასიფიკაციით განითესებიან.

საქართველოს ნაკრებს შვიდ წონაში განთესილ 8-8 ძიუდოისტს შორის წარმომადგენელი მხოლოდ 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში არ ჰყავს, თუმცა კი, იქ ტატო გრიგალაშვილისა და ლუკა მაისურაძის სახით, იმედისმომცემი ახალგაზრდები მოდიან.
სამაგიეროდ, წონების ლიდერთა შორის ტრიალებენ ამირან პაპინაშვილი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (100 კგ.), ამასთან, მარგველაშვილი, ლიპარტელიანი და თუშიშვილი სულაც პირველ პოზიციებზე იმყოფებიან.
შენიშვნის სახით ვთქვათ, რომ 73 კგ-ში, რეიტინგში მე-2 ადგილზე მყოფი იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო მსოფლიო პირველობაზე, ინდივიდუალურ შეჯიბრში არ იქნება, ამდენად, განთესილთა ზონაში მეცხრეადგილოსანი ოდბაიარ განბაატარიც (მონღოლეთი) ხვდება.
იგივე პრინციპით, მძიმე წონაში, არ იასპარეზებს მე-7 საფეხურზე მყოფი კიდევ ერთი იაპონელი კოკორო კაგუერა, ეს კი, განთესილთა შორის ადგილს ავსტრიელ სტეფან ჰეგის უთავისუფლებს.
შეგახსენებთ, რომ მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატი 25 აგვსიტოდან 1 სექტემბრამდე პერიოდში იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ჩატარდება, საქართველოს ნაკრების საბოლოო შემადგენლობა კი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

60 კგ.
1. რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი) – 6295 ქულა
2. ამირან პაპინაშვილი (საქართველო) – 5551
3. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია) – 5550
4. რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია) – 5510
5. იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი) – 4821
6. ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი) – 4253
7. შარაფუდდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი) – 4200
8. ფრანსისკო გარიგოსი (ესპანეთი) – 3594
9. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო) – 3505
...27. თემურ ნოზაძე (საქართველო) – 1724
...32. ჯაბა პაპინაშვილი (საქართველო) – 1533

66 კგ.
1. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო) – 5645
2. იოშირო მარუიამა (იაპონია) – 5095
3. ჰიფუმი აბე (იაპონია) – 4885
4. ბარუხ შმაილოვი (ისრაელი) - 4831
5. დენის ვიერუ (მოლდოვა) – 4557
6. ხერლენ განბოლდი (მონღოლეთი) – 4307
7. ტალ ფლიკერი (ისრაელი) – 4147
8. იერლან სერიკჟანოვი (ყაზახეთი) – 4145
...23. ბაგრატ ნინიაშვილი (საქართველო) – 2195
...96. გიორგი თუთაშვილი (საქართველო) – 490

73 კგ.
1. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი) – 6159
2. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია) – 5963
3. ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა) – 5680
4. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) – 5603
5. ტომი მასიასი (შვედეთი) – 5528
6. ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი) – 5001
7. აკილ გიაკოვა (კოსოვო) – 4490
8. არტურ მარგელიდონი (კანადა) – 4245
9. ოდბაიარ განბაატარი (მონღოლეთი) – 4098
...87 ფრიდონ გიგანი (საქართველო) – 459

81 კგ.
1. საიდ მოლაეი (ირანი) – 6179
2. საგი მუკი (ისრაელი) – 5576
3. ფრანკ დე ვიტი (ჰოლანდია) – 5190
4. მატიას კასე (ბელგია) – 4819
5. დომინიკ რესელი (გერმანია) – 4321
6. ვედათ ალბაირაქი (თურქეთი) – 4301
7. სოტარო ფუჯივარა (იაპონია) – 4145
8. ასლან ლაპინაგოვი (რუსეთი) – 3987
...22. ტატო გრიგალაშვილი (საქართველო) – 2263
...29. ლუკა მაისურაძე (საქართველო) – 1956
...46. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო) – 1108
...59. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო) – 899
...69. თამაზ კირაკოზაშვილი (საქართველო) – 706

90 კგ.
1. ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი) – 7415
2. კრისტიან ტოტი (უნგრეთი) – 5720
3. მამადალი მეჰდიევი (აზერბაიჯანი) – 4820
4. ივან ფელიპე სილვა მორალესი (კუბა) – 4770
5. ნემანია მაიდოვი (სერბეთი) – 4491
6. ალექსანდარ კუკოლი (სერბეთი) – 4225
7. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო) – 4223
8. დონჰან გვაკი (სამხრეთ კორეა) – 3862
...20. უშანგი მარგიანი (საქართველო) – 2501
...28. გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო) – 1890
...45. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო) – 1124
...53. ლაშა ბექაური (საქართველო) – 960

100 კგ.
1. ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო) – 7637
2. გუჰამ ჩო (სამხრეთ კორეა) – 5898
3. მიკაელ კორელი (ჰოლანდია) – 4975
4. პიტერ პალჩიკი (ისრაელი) – 4893
5. აარონ ვულფი (იაპონია) – 4820
6. ოტგონბაატარ ლხაგვასურენი (მონღოლეთი) – 4740
7. რამადან დარვიში (ეგვიპტე) – 4509
8. ჟორჟ ფონსეკა (პორტუგალია) – 4157
...43. ონისე სანებლიძე (საქართველო) – 1039
...57 ლაშა ტაველური (საქართველო) – 822
...84. გიორგი ბერიაშვილი (საქართველო) – 404

+100 კგ.
1. გურამ თუშიშვილი (საქართველო) – 6876
2. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) – 4397
3. დავიდ მოურა (ბრაზილია) – 4332
4. ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია) – 4040
5. რაფაელ სილვა (ბრაზილია) – 4030
6. ორ სასონი (ისრაელი) – 3803
7. ტამერლან ბაშაევი (რუსეთი) – 3612
8. კოკორო კაგუერა (იაპონია) – 3588
9. სტეფან ჰეგი (ავსტრია) – 3521
...17. გელა ზაალიშვილი (საქართველო) – 2816
...23. ლევან მატიაშვილი (საქართველო) – 2176
...50. ონისე ბუღაძე (საქართველო) – 972
...62. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო) – 625
...79. გიორგი ზაქარიაძე (საქართველო) – 376

0.118412