ფეხბურთი

10:40 | 28.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი ჩინეთში ჩაფრინდა

უელსის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევი გარეტ ბეილი ჩინეთში ჩაფრინდა და უახლოეს მომავალში "ცზიანსუ სუნინთან" გააფორმებს ხელშეკრულებას. ბეილის ჩინეთში ჩასვლის კადრები Transfer News-მა ტვიტერის გვერდის მეშვეობით გაავრცელა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბეილი სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 22 მილიონ ევროს მიიღებს. ასევე უცნობია ჩინელებს ტრანსფერი რა დაუჯდებათ. აღნიშნულ გუნდში რამდენიმე დღის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით ჟოაო მირანდა გადავიდა.

ბეილი "რეალში" 2013 წელს იმდროისთვის სარეკორდო თანხად 101 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. "სამეფო კლუბის" რიგებში უელსელმა 231 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 102 გოლი და 65 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130523