ფეხბურთი

22:34 | 26.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მირანდა ჩინეთში ითამაშებს

მილანის "ინტერის" აწ უკვე ყოფილი მცველი ჟოაო მირანდა კარიერას "ცზიანსუ სუნინში" გააგრძელებს. მირანდა ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი წლით დარჩება ჩინურ კლუბში ბრაზილიელი. წელიწადში კი სამხრეთამერიკელი ხუთ მილიონ ევროს მიიღებს.

ჟოაომ კარიერა "კურიტიბაში" დაიწყო და მას შემდეგ "სოშოში", "სან პაულოში", მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ინტერში" თამაშობდა. იტალიურ კლუბში მირანდამ სამი სეზონი ჩაატარა და 121 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

0.116326