თამაშგარე

10:23 | 26.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეიჯ ვანზანტმაც იპოზიორა

25 წლის ამერიკელი შერეული ორთაბრძოლების ოსტატი ქალის პეიჯ ვანზანტის დაკუნთული სხეული შესაძლოა ესთეტებსა და სამოდელო საქმის გურუებს ნაკლებად მოეწონოთ, მაგრამ რინგზე დაკა-დაკას მოყვარულთ ძალიანაც იზიდავთ და უფრო მეტიც, ამ ქალით ბულვარული მედიაც კი დაინტერესდა.

ამ ცოტა ხნის წინ, ჟურნალმა Sports Illustrated-მა, რომელიც სპორტული მიმართულების ბულვარული მედიის ერთ-ერთი მთავარი გურუა, გულუხვად დაბეჭდა პეიჯ ვანზანტის თამამი ფოტოები და იქვე სარედაქციო სტატიაც გამოჭიმა, სადაც ამერიკელ მოჩხუბარ გოგონას ყველაზე სექსუალურ სპორტსმენ ქალად რაცხენ.

საკმაოდ თამამი და მიმზიდველი ფოტოსესიით როგორც ჩანს თავად პეიჯიც ერთობ კმაყოფილი დარჩა, რადგან ჟურნალის გამოქვეყნებისთანავე თავისი ლაღი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და გულისფანცქალით დაელოდა გულშემატკივართა მოწონებებს თუ კომენტარებს, რომლებიც ესოდენ უხვად “დაატყდა თავს“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124104