ფეხბურთი

22:50 | 25.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურამ" "აბერდინის" დამარცხება ვერ შეძლო

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში "ჩიხურამ" "დინამო არენაზე" "აბერდინი" მიიღო და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ორივე გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმების შედეგად გავიდა.

მე-40 წუთზე ირაკლი ლექვთაძე მეტოქის საჯარიმოში ფუნსო ოჯომ წააქცია და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, გიორგი კორიფაძემ კი პენალტი ზუსტად შეასრულა. 67-ე წუთზე მსაჯმა დავით მაისაშვილის მხრიდან "დინამოს" საჯარიმოში ხელით თამაში დააფიქსირა და პენალტი დანიშნა, სემ კოსგროვმა კი ანგარიში გაათანაბრა. 85-ე წუთზე ბესიკ დეკანოიძის გადაცემის შემდეგ მიხეილ ერგემლიძე პირისპირ გავიდა მეკარესთან, გაცდა და კარისკენ გადაგზავნა ბურთი, თუმცა მეკარემ ნახტომში მოასწრო მოგერიება.

საბოლოოდ, უნდა ითქვა, რომ "ჩიხურა" მეტოქეს არ ჩამორჩებოდა და ყველაფერი ერთ კვირაში, აბერდინში გადაწყდება. აღნიშნული შეხვედრა პირველ ივლისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

თეგებიჩიხურა
სტატისტიკა
0.249114