ფეხბურთი

21:59 | 25.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰაშიმოვი: „დინამომ“ აშკარად გვაჯობა“

აზერბაიჯანული „გაბალას“ ერთ-ერთმა მწვრთნელმა ზაურ ჰაშიმოვმა „დინამოსთან“ (0:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

აზერბაიჯანელი სპეციალისტის განცხადებით, „დინამომ“ გამარჯვება დაიმსახურა, მაგრამ მისი მეორე შეხვედრაში უკეთესად თამაშს და შეცდომების გამოსწორებას ეცდება.

„რთულ ვითარებაში ვართ, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში ყველაფერს გავაკეთებთ. ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელიც შეტევაზე აკეთებდა აქცენტს და ტაქტიკურადაც გამართულად ითამაშა.

ჩვენთვის ეს პირველი ოფიციალური თამაში იყო. გვქონდა პირველ ნახევარში საგოლე მომენტები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, მეორე ტაიმში და ვერ მოვახერხეთ დასახული გეგმის შესრულება.

დავით ვოლკოვის შეცვლა და მისი რეაქცია? ტრავმის გამო დიდი ხანი გაუცდა და 90 წუთისთვის მზად არ იყო. უნდა აღვნიშნო, რომ ის ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.

„დინამოს“ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ დღევანდელი თამაშიდან შენგელიას, ქავთარაძესა და ნინუას გამოვარჩევდი. საერთოდ, მეტოქემ აშკარად გვაჯობა და გამარჯვება დაიმსახურა. შეცდომები უნდა შევისწავლოთ და მეორე შეხვედრაში უკეთესად თამაშს ვეცდებით“, - განაცხადა ჰაშიმოვმა.

შეგახსენებთ, საპასუხო შეხვედრა თბილისში, 1 აგვისტოს გაიმართება.

გიორგი მელქაძე WORLDSPORT.GE-სთვის გაბალადან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116377