ფეხბურთი

12:01 | 25.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილის გოლი "ანორთოსისში"

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ ამხანაგური მატჩი „ლა ტააბონის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 1:2 დამარცხდა.

ეს შეხვედრა იმითაა გამორჩეული, რომ თორნიკე ოქრიაშვილმა გოლის გატანა მოახერხა. მატჩის მე-20 წუთზე ქართველმა შემტევმა ნიკა კაჭარავას პასით თავი გამოიჩინა და კვიპროსში სადებიუტო გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისში“ ოქრიაშვილთან და კაჭარავასთან ერთად გიორგი ლორია და ბუბა დაუშვილი თამაშობენ.

0.120817