ფეხბურთი

11:34 | 25.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფარული რევანში

ახლო წარსულს თუ გავიხსნებთ, აზერბაიჯანული „გაბალასთვის“ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი უცხო ხილი სულაც არაა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ პატარა ქალაქში დღეისთვის დიდი საფეხბურთო ინტერესი არ არის. ყოველშემთხვევაში, გუშინ მატჩამდე ერთი დღით ადრე ქალაქში ნამდვილად შეინიშნებოდა, რომ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „გაბალა“ „დინამო თბილისის“ მეტოქეა.

არადა, ორივე გუნდი პრინციპულ მეტოქეებად განიხილავენ ერთმანეთს და წესით ფიცხელი ბრძოლა უნდა შედგეს.

მატჩამდე აზერბაიჯანელთა მთავარმა მწვრთნელმა სანან გურბანოვმა თქვა, რომ „დინამო“ სწრაფი და კარგი გუნდია, თანაც, პრინციპული მეტოქე, მაგრამ დააყოლა, გამარჯვებისთვის გავალთ მოედანზეო.

თავის მხრივ, „დინამოს“ თავკაც ფელის ვისენტეს 4 წლის წინანდელი დუელი გაახსენეს, როდესაც „დინამო“ „გაბალასთან“ ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ეს წარსულია და ახლა მისი გუნდი მხოლოდ დღვვანდელ მატჩზეა კონცვნტრირებული. იქვე დააყოლა, აქ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიმყოფებით, მაგრამ ამ ორ შეხვედრაში მაქსიმალურად დახარჯვა მოგვიწევსო.

დიახ, მართალია ვისენტე, რადგან მაშინ „დინამოც“ სხვა იყო და „გაბალაც“, ახლა კი სართოდ სახეცვლილი გუნდია. აზერბაიჯანელთა შემადგენლობა ვეღარ არის ისეთი რიხიანი, როგორც თუნდაც იმ პერიოდში, როდესაც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპს აჭაშნიკებდა.

სხვათა შორის, „გაბალას“ რიგებში ორი ქართველი ირიცხება მერაბ გიგაური და დავით ვოლკოვი და მათზე დიდ იმედსაც ამყარებენ.

გურბანოვის განცხადებით, ქართველები მზად არიან მატჩისთვის და საბრძოლო განწყობა თავად ჩვენებურებშიც სუფევდა. ვნახოთ, რა მოხდებდა დღეს საღამოს „გაბალა სითი სთედიუმზე“, რომელიც პატარა, კოხტა (4.500 მაყურებელზე გათვლილი) სტადიონია. ზოგადად სპორტული კომპლექსი. მიუხედავად იმისა, რომ მატჩისწინა დღეს არათუ ქალაქში, არამედ ადგილობრივ ჟურნალისტებშიც არ შეიმჩნეოდა მატჩისადმი დიდი მოლოდინი, სავარაუდოდ, სტადიონი მანც შეივსება.

„დინამოს“ რიგებში კი საკადრო პრობლემები არაა და გუნდი დღევანდელი მატჩისთვის მზადაა. „გაბალადან“ გზა ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადის, სადაც როტერდამის „ფეიენოორდთან“ 180-წუთიანი დუელი შედგება. და კიდევ - კი თქვა, ფელის ვისენტემ, რომ რევანშზე არ ფიქრობენ, მაგრამ ფაქტია, „დინამოს“ 4 წლის წინანდელი წყენისთვის ამ შეხვედრას ზუსტადაც რომ აქვს რევანშის ელფერი...

0.120416