ჭადრაკი

21:45 | 24.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ბათუმში

ბათუმში სტარტი აიღო მასშტაბურმა ახალგაზრდულმა ფესტივალმა ჭადრაკში. ღონისძიების ფარგლებში 5 ტურნირი გაიმართება (8, 10, 12, 14 და 20 წლამდე) ჭაბუკთა და გოგონათა შორის. სულ ფესტივალზე 5 ქვეყნის (საქართველო, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი, სომხეთი) 120-მდე ახალგაზრდა მოჭადრაკე მონაწილეობს.

ტურნირის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები. მათ შორის: საჭადრაკო ვიქტორინა, ერთდროული თამაშის სეანსი და ამხანაგური მატჩები გიგანტურ ჭადრაკთან. ასევე, 27 ივლისს 15:00-ზე გაიმართება ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში, სადაც ყველა მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება.

აღსანიშნავია, რომ პირველად რეგიონში ჩატარებული საერთაშორისო ღია ტურნირების ისტორიაში, საქართველოს ფედერაციის მხარდაჭერით და საჭადრაკო ტელევიზიის პარტნიორობით, ტურნირი პირდაპირ ეთერში ყოველდღიურ რეჟიმში გაშუქდება.

ტექნიკური შედეგები

0.112191