News

11:43 | 23.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაიცანით რომარიოს ახალი გულისსწორი

ლეგენდარული ბრაზილიელი მობურთალი რომარიო უკვე 53 წლისა მოიყარა, მაგრამ კვლავინდებურად არ ეშვება მექალთანეობას და ბოლო პერიოდში იმდენი გულისსწორი გამოიცვალა, მასზე ახალგაზრდა და ამჟამად უფრო პოპულარულ მობურთალებსაც კი შურით დააჭყეტინა თვალები.

რომარიოს ამჟამინდელი სატრფოა, მასზე ბევრად პატარა ასაკის - 22 წლის ბრაზილიელი მოდელი კაროლინ ნაზარიო, რომელიც ბოლო დროს ინტრვიუებს ხშირად იძლევა და გამუდმებით იძახის, რომ ვეტერანმა ფეხბურთელმა საკუთარ გულთან ერთად, მარადიული ტრფიალიც შესთავაზა, რაც ცოტა ღიმილისმომმგვრელად მოჩანს.

ალბათ იცით, რომ რომარიო უკვე კარგა ხანია რაც პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა და ბრაზილიის წინა მოწვევის პარლამენტში სპორტის კომიტეტსაც კი უძღვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რომარიოს პარტია ამჟამად ხელისუფლებაში აღარაა, საეჭვოა პოლიტიკოსის მხრიდან ასეთი მუდმივად ქალებზე გადარევა კარგ ტონად ჩაითვალოს, თუნდაც ქალები კაროლინა ნაზარიოსთანა თვალსაამოდ სახილველნი იყვნენ.

0.088089