ფეხბურთი

13:45 | 22.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუქარესტის "დინამოს" მთავარ მწვრთნელს თამაშის დროს გულის შეტევა დაემართა (+VIDEO)

რუმინეთის ჩემპიონატში ბუქარესტის „დინამოსა“ და „კრაიოვას“ მატჩი 25-ე წუთზე შეწყდა. ამის მიზეზი კი მასპინძელთა მთავარი მწვრთნელის ეუგენ ნაგოეს გულის შეტევა გახდა.

51 წლის სპეციალისტმა თამაშის მიმდინარეობისას ინფარქტი მიიღო და სტადიონიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გულის ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, გულის შეტევის მიზეზი ნერვიულობა გახდა. ნაგოეს „დინამოს“ გულშემატკივრებთან ჰქონდა კონფლიქტი, რომლებიც მის გადადგომას და გუნდში ყოფილი მწვრთნელის მირჩა რედნიჩის დაბრუნებას ითხოვნდნენ.

0.118983