სხვა

14:25 | 21.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ ნაგოია ბაშო ჯურიოს ჩემპიონთან მარცხით დაასრულა (+VIDEO)

ნაგოია ბაშო ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა მარცხით დაასრულა. ბოლო საშეჯიბრო დღეს გაგამარუ ჯურიო დივიზიონის ლიდერს - ცურუგიშოს დაუპირისპირდა და ზაფხულის მეორე სუპერტურნირზე მე-13 წაგება მიითვალა.

ჩვენებურმა ორთაბრძოლა კარგად დაიწყო, თუმცა მეტოქემ მისი მოგერიება მოახერხა და დოჰიოდან იორიკირის ილეთით გადაიყვანა. ცურუგიშოს 13 მოგების საპირისპიროდ 2 მარცხი დაუგროვდა და ჯურიოს ჩემპიონობა გაინაღდა, რაც დიდი ალბათობით მას მაკუუჩი დივიზიონში დააწინაურებს.

ჯუღელი კი ნაგოია ბაშოზე ფეხის ტრავმით ასპარეზობდა და სწორედ ამან განაპირობა, რომ მან უარყოფითი ბალანსი ნაადრევად გაინაღდა. გაგას მონაგარი კი შემდეგნაირია - 12 მარცხი და 3 მოგება.

0.124359