ჭადრაკი

23:05 | 20.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

პაიჭაძემ სამეულში დაასრულა

ფოთში გამართული საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი სომეხი მონაწილეების ტრიუმფით დასრულდა. ტურნირის ჩემპიონი ლევონ ბაბუჯიანი (2469) გახდა, რომელმაც 7.5 ქულა მოაგროავა, მე-2 ადგილზე კი 7.0 ქულით პირველ ნომრად განთესილი ჰოვანეს გაბუზიანი (2622) გავიდა.

საინტერესოა, რომ ბოლო მე-9 ტურში ბაბუჯიანმა თორნიკე სანიკიძე (2509) დაამარცხა, გაბუზიანმა კი დავით მაღალაშვილს (2485) მოუგო.
საბედნიეროდ, სამეულში ერთი ქართველი მოჭადრაკე მაინც მოხვდა. ლუკა პაიჭაძემ (2567) შავი ფიგურებით თანამემამულე გაიოზ ნიგალიძეს (2563) აჯობა და 6.5 ქულა მოაგროვა.
ასეთივე მონაგარი კიდევ ერთ სომეხ მოჭადრაკე დავიდ შაჰინიანს (2445) აღმოაჩნდა, თუმცა, პაიჭაძემ მას დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126288