კალათბურთი

21:15 | 20.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი “ბებერი არწივი” გახდა!

საქართველოს მე-6 ეროვნული ჩემპიონატი 3×3 კალათბურთში დასრულდა. ფინალურ ეტაპს “თბილისი მოლმა” უმასპინძლა, სადაც თავი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულმა 12-მა საუკეთესო გუნდმა მოიყარა. Geotour-ის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ტურნირის ფინალური ეტაპის ოფიციალური მასპინძელი იყო “თბილისი მოლი”, ხოლო საჩემპიონო მატჩი პირდაპირ ეთერში ფედერაციის საინფორმაციო მხარდამჭერმა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადასცა.

ფინალურ ტურნირამდე შესარჩევი ტურები გაიმართა თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. შედეგად ფინალურ ეტაპზე შემდეგი გუდნები გავიდნენ: Swish, Buckets, Vakis Parki, Lolebi, Vera, Rampage, Old Eagle, Scooby (ყველა თბილისი), Performers (თელავი), MTM (ბათუმი), Daily (ქუთაისი) და Chochu (რუსთავი”.

ამ გუნდებმა თავი ჩემპიონის გამოსავლენად დღეს “თბილისი მოლში” მოიყარეს, სადაც საკმაოდ საინტერესო მატჩები გაიმართა.

ფინალამდე წაუგებლად მივიდნენ და ერთმანეთს საჩემპიონოდ შეეჯიბრნენ “ბებერი არწივი” და Chochu. პირველი გუნდის ღირსებას იცავდნენ 3×3 კალათბურთის საქართველოს ნაკრების წევრები – რეზო ჩაჩანიძე, მიხეილ ბერიშვილი, ზუკა მაჩალაძე და გიორგი კორსანტია. ხოლო Chochu-ს შემადგენლობაში მიხეილ ჭოჭუა, გუგა პატაშური, კოტე ბიწაძე და ლევან გოგალაძე შედიოდნენ.

ფინალური მატჩი “ბებერი არწივის” გამარჯვებით – 21:17 დასრულდა. ფავორიტად მიჩნეულმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. ფინალური მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.746188