ფეხბურთი

20:26 | 20.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ გეიეს დამატებასთან ახლოსაა

სენეგალის ეროვნული ნაკრების და "ევერტონის" ნახევარმცველმა იდრისა გეიემ შესაძლოა კარიერა პსჟ-ში გაააგრძელოს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, "პარი სენ ჟერმენი" ლივერპულელებს 30 მილიონ ევროს სთავაზობს, ფეხბურთლთა მოლაპარეკება კი ფორმალობადაა მიჩნეული. ჯერჯერობით "ევერტონის" პოზიცია უცნობია.

იდრისამ კარიერა სენეგალში დაიწყო და 2008 წელს "ლილში" გადავიდა, სადაც 2015 წლამდე ითამაშა. 2015/16 წლების სეზონი გეიემ "ასტონ ვილაში" გაატარა და მას შემდეგ "ევერტონში" თამაშობს. "კანფეტების" რიგებში სენეგალელმა 108 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.111904