სხვა

16:10 | 20.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს მესამე გამარჯვება (+VIDEO)

ნაგოია ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღეს თეიმურაზ ჯუღელმა მესამე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა სუმოისტმა ჯურიოს მეექვსე ნომერი ტობიძარუს დამარცხება ოშიდაშის ილეთით მოახერხა.

გაგამარუს მეტოქეს აღნიშნულ დაპირისპირებამდე 6 მოგების საპირისპიროდ 7 მარცხი ჰქონდა და დადებითი ბალანსის (კაჩი კოშის) გასანაღდებლად დარჩენილი ორივე ორთაბრძოლა უნდა მოეგო, თუმცა ჩვენებურის ბარიერი ვერ დაძლია და უარყოფით ბალანსზე გავიდა.

ჯუღელმა უპირატესობა შერკინებისთანავე მოიპოვა და მეტოქე დოჰიოდან ადვილად გადაიყვანა. ამრიგად გაგამარუს წლის მეოთხე სუპერტურნირზე 3 მოგება და 11 მარცხი აქვს, მისი მომდევნო მეტოქე კი ცურუგიშო იქნება.

თეგებიგაგამარუ
0.117111