ფეხბურთი

11:25 | 20.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფერარი MLS-ში: იბრაჰიმოვიჩის ბრწყინვალე ჰეთ-თრიქი (+VIDEO)

„MLS-ში ვარ, როგორც ფერარი ფიატებს შორის“, - თქვა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ერთი დღის წინ, მერე ლოს ანჯელესის დერბიში მოედანზე გავიდა და ფერარივით დაქროდა ფიატებს შორის...

„გალაქსის“ 37 წლის ფორვარდმა ამერიკულ ლიგაში ჰეთ-თრიქი მეორედ შეასრულა. ამჯერად „ლოს ანჯელესის“ წინააღმდეგ, რომელიც უკვე მე-4 წუთზე კარლოს ველას გოლით დაწინაურდა.

თუმცა, მერე საქმეში ზლატანი ჩაერია და სპექტაკლი დადგა. საინტერესოა, რომ სკანდინავიელს სრულყოფილი ჰეთ-თრიქი გამოუვიდა: მარჯვენა, მარცხენა ფეხით და თავით მოახერხა მეტოქის კარის აღება. განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო პირველი გოლი, რომელიც მე-8 წუთზე მიითვალა - მოხდენილად მოატყუა მეტოქე და მიწაზე დაუშვებლად საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა.

თავად მატჩს რაც შეეხება, ბოლოსკენ მექსიკელმა ველამ დუბლი შეასრულა, მაგრამ იბრას ჰეთ-თრიქი ვერ გადაფარა და „გალაქსიმ“ დერბიში 3:2 იმარჯვა. ცნობისთვის, ზლატანს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111176