ჭადრაკი

19:33 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

პირველობისთვის ოთხეული იბრძოლებს

ფოთში მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, სატურნირო ცხრილში დაძაბული ვითარებაა.

ერთპიროვნული ლიდერი სომეხი ლევონ ბაბუჯიანი (2469) გახლავთ 6.5 ქულით, რომელსაც ნახევარი ქულით დავით მაღალაშვილი (2485), ჰოვანეს გაბუზიანი (სომხეთი, 2622) და თორნიკე სანიკიძე (2509) ჩამორჩებიან.
დასკვნით ტურში პირველობას სწორედ ეს ოთხეული გაითამაშებს: ბაბუჯიანი თეთრი ფიგურებით სანიკიძეს გაეჯიბრება, გაბუზიანი კი – მაღალაშვილს.

0.149115