ფეხბურთი

18:45 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკო: "გაბალასთან" შანსები 50/50-ზეა"

თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჩისკო მუნიოსმა "ენგორდანისთან" გამარჯვების შემდეგ, მცირე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ანდორელებს შინ 6:0 სძლია, სტუმრად კი 1:0 დაამარცხა.

"რთული მატჩი გამოდგა. შეხვედრის მანძილზე საგრძნობ უპირატესობას ვფლობდით, თუმცა გოლის გატანა გაგვიჭირდა. მასპინძლები საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ განსაკუთრებული მონდომებით თამაშობდნენ. საბოლოოდ, მეორე შეხვედრაც მოვიგეთ და ასევე მახარებს, რომ ეს ყველაფერი გოლგაუშვებლად მოხდა. ჩვენი მომდევნო მეტოქე საკმაოდ ძლიერი "გაბალაა". შანსებს რაც შეეხება, 50/50 შევაფასებდი. ხვალიდან უკვე ვიწყებთ მზადებას "გაბალასთან" სათამაშოდ.

0.111303