ჩოგბურთი

14:46 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

US Open 2019-ზე ისტორიაში ყველაზე დიდი საპრიზო ფონდი გათამაშდება

აშშ-ის ღია პირველობის ორგანიზატორებმა ტურნირის ახალი საპრიზო ფონდის შესახებ გამოაცხადეს, რომელიც ისტორიაში ყველაზე მაღალი იქნება. მონაწილეები ერთმანეთში 57 მილიონ დოლარს გადაინაწილებენ - გვამცნობს US Open-ის ოფიციალური ვებ-გვერდი.

კაცების და ქალების ერთეულთა თანრიგის გამარჯვებულები 3,85 მილიონ დოლარს მიიღებენ, 50 ათასით მეტს, ვიდრე შარშან. ჩოგბურთელები, რომლებიც პირველივე წრეში დაასრულებენ ტურნირს, 58 ათასი დოლარით გამდიდრდებიან.

წყვილთა თანრიგში გამარჯვებულები 740 ათას დოლარს მიიღებენ, ხოლო წყვილები, რომლებიც პირველ წრეს ვერ გადალახავენ, 17 ათასი დოლარით დაკმაყოფილდებიან.

US Open 2019-ის საპრიზო ფონდი, არა მხოლოდ ამ ტურნირის, არამედ დიდი სლემის სამივე შეჯიბრის ისტორიაში ყველაზე მაღალი იქნება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშება 26 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118306