ფეხბურთი

12:49 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი ჟორჟინიოს აქებს

ლონდონის „ჩელსის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაოცებულია გუნდის ბრაზილიელი ნახევარმცველის, ჟორჟინიოს გარჯით.

„ჟორჟინიო შესანიშნავი მოთამაშეა. მისი ბურთთან მუშაობის ამბავი გასულ სეზონშიც ვნახე. მაგრამ, ბოლო კვირის განმავლობაში ერთობლივ ვარჯიშებზე სასიამოვნოდ გამაოცა. მას ბურთის მიღება ნებისმიერ ზონაში თამამად შეუძლია, შემდეგ კი შეტევასაც ეფექტურად აგრძელებს. ეს იშვიათობაა.

ცალკე გამოსაყოფია მისი განწყობა ვარჯიშებისას. ეს შესანიშნავია. ის ვარჯიშების ძრავაა და ამ განწყობას პარტნიორებსაც გადასცემს.“ - უთხრა ლამპარდმა Daily Express-ს.

0.11309