ფეხბურთი

9:46 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკის ერთა თასზე ნიგერია მესამეა

ეგვიპტეში მიმდინარე აფრიკის ერთა თასის გათამაშებაზე მესამე ადგილისთვის მატჩი ჩატარდა. კაიროში, „ალ სალამის“ სტადიონზე ნიგერია ტუნისს შეხვდა და 1:0 გაიმარჯვა.

ერთადერთი გოლი მე-3 წუთზე ოდიონ იგალომ გაიტანა. შემდეგ ნიგერიელებმა ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყეს ზრუნვა. მოწინააღმდეგეს მკაცრი პრესინგი შესთავაზეს და ხანდახან სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ. რიგ ეპიზოდებში ტემპს აგდებდნენ და ბურთის გორებით მეტოქე მწყობრიდან გამოჰყავდათ.

ტუნისელებმა ასეთ არითმიას ალღო ვერ აუღეს და ვერც საკუთარი თამაში იპოვნეს.

საინტერესოა, რომ ნიგერიელებმა მერვედ მოიპოვეს აფრიკის თასის ბრინჯაოს მედლები, რაც ტურნირის რეკორდია.

დღეს კი, 19 ივლისს, ფინალში, თბილისის დროით 23 საათზე, სენეგალი ალჟირის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

0.111634