ფეხბურთი

21:59 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

არაბული "პანიონიოსში" გადავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "პუშკაშ აკადემიის" ყოფილი თავდამსხმელი ბაჩანა არაბული კარიერას "პანიონიოსში" გააგრძელებს. როგორც ბერძნული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, არაბულმა სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ბაჩანამ კარიერა "საბურთალოში" დაიწყო და წლების განმავლობაში "დილას", "ალკორკონის", "ცხინვალის", თბილისის "დინამოს", "სამტრედიას" და "ბალმაზუივაროშის" რიგებში ასპარეზობდა. "პუშკას" აკადემიაში" არაბულმა გასულ სეზონში ითამაშა და 24 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.

0.156618